რამდენი მილიონი დახარჯა "ოცნებამ" სმა-ჭამაში
"ოცნების" ჩინოვნიკების მივლინებები და რესტორნებში მიღებები მხოლოდ 2024 წელს ხალხს 100 მილიონი დაუჯდა. აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, 30 მილიონი წარმომადგენლობითი ხარჯი გასწიეს. ეს არის საჩუქრები, სარესტორნო მომსახურება, სასმელი. მივლინებების ხარჯებმა გადააჭარბა.
2024 წელს, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამივლინებო ხარჯები შემცირდა. საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ხელისუფლების პირობებში, როგორც ჩანს, უწყებას, რომელიც პარტნიორებთან მოლაპარაკებებს უნდა მართავდეს, სალაპარაკო დასავლელ პარტნიორებთან აღარ ჰქონდა. 2023 წელთან შედარებით, თანხა თითქმის მილიონ ნახევრით არის შემცირებული.
სამაგიეროდ, 2024 წელს გაორმაგდა იუსტიციის სამინისტროს სამივლინებო ხარჯები და 17 მილიონს მიაღწია. თუ სათითაოდ შევხედავთ სხვადასხვა უწყების მიერ დახარჯულ ფულს, პარლამენტს 6 მილიონი დაუჯდა მიღებები, სუფრის გაშლა და საჩუქრები. ბევრად ნაკლებია იგივე ხარჯი მთავრობის ადმინისტრაციაში. გასაგებია, რომ თუ ქვეყანაში მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის, უნდა უმასპინძლო. "ოცნების" პირობებში ბევრი ასეთი შემთხვევა არ გვაქვს და ეს ცალკე პრობლემაა, რომ რეჟიმს არ სურს განმარტოს, რაში იხდის ხოლმე ხალხის ფულს.
ჭამა-სმაში დახარჯული მილიონები - დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.