რეპრესიულ კანონს არალეგიტიმური პარლამენტი დაჩქარებული წესით ამტკიცებს
"ქართულმა ოცნებამ" პარტიების ასაკრძალად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - ივანიშვილის გუნდმა იურიდიულ კომიტეტზე ოპონენტების გაქრობას მხარი დაუჭირა. ეს არ იკმარა და რეპრესიულ კანონს კიდევ ერთი ჩანაწერი დაუმატა. იმისთვის, რომ ოპონენტები სრულად გაანეიტრალოს, კანონით უზღუდავს მათ ახალი პარტიების შექმნას ან სხვა პარტიებში ინტეგრირებას.
"ოცნება" არჩევნებისთვის ემზადება და სურს, რომ პოლიტიკური ველი გაასუფთაოს. კრძალავს პარტიებს, მათ წევრებს სხვა პარტიის შექმნასაც ურთულებს და თან აანონსებს, რომ თუ რომელიმე პირი ახალ პარტიას შექმნის საარჩევნო პერიოდში, მათ წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებას დაჩქარებულად, 14 დღეში გამოიტანს.
ეს კვირა "ქართულმა ოცნებამ" რეპრესიული კანონების მიღების კვირად გამოაცხადა. ერთპარტიულ პარლამენტში იღებენ გრანტების კანონში ცვლილებებს. ახალი რეგულაციით, თუ კობახიძის მთავრობა უცხოელ დონორს არ დაეთანხმება, არასამთავრობო სექტორი ვერ მიიღებს დაფინანსებას. რას ნიშნავს ეს? ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც რეჟიმს არ მოსწონს, ფინანსურად მოიგუდება და არსებობისთვის საჭირო ფინანსებს ვეღარ მიიღებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.