ითხოვდნენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერა უკან გაგვეწია - ყოფილი საჯარო მოხელე კონკრეტულ პირს ასახელებს

15.04.25 00:07
ითხოვდნენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერა უკან გაგვეწია - ყოფილი საჯარო მოხელე კონკრეტულ პირს ასახელებს

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მომსახურების ცენტრების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, სალომე მაჭარაშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის უკან გაწვევას აიძულებდნენ. 

სალომე მაჭარაშვილი კონკრეტულ გვარსაც ასახელებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, მისივე ყოფილი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე ბილანიშვილია. 

პეტიციაზე ხელმომწერებიდან ითხოვდნენ ხელმოწერის გაუქმებას და უკან გატანას. ისმოდა ლოგიკური კითხვა, რას ემსახურებოდა ხელმოწერის გატანა, ჩვენ აზრს შევიცვლით ამასთან დაკავშირებით თუ რა. ჩემი მოსაზრებით, ეს არის მცდელობა იმის, რომ სახელმწიფოს და ხელმძღვანელ პირს რეალურად არ აინტერესებს შენი პოზიცია, არ აინტერესებს შენ კრიტიკულ დამოკიდებულებაში ხარ თუ მხარდამჭერ დამოკიდებულებაში, მისთვის მთავარია მორჩილება და მხოლოდ ამ მორჩილების მიზანს ემსახურებოდა ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე.", - ამბობ სალომე მაჭარაშვილი

შეგახსენებთ, სალომე მაჭარაშვილი 14 მარტს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.