"ოცნება“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საკუთარ პოროპაგანდისტულ იარაღადაც იყენებს - კვლევა

15.04.25 12:01
"ოცნება“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საკუთარ პოროპაგანდისტულ იარაღადაც იყენებს - კვლევა

„ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიცის ანგარიშში. 

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები მედიას 15 აპრილს გააცნეს.

კვლევის ავტორების შეფასებით,  ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკის გატარების კუთხით.

მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს, მათ შორის დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივის გასავრცელებლად. არხის მენეჯმენტი ღიად დევნის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მაუწყებლის  სარედაქციო პოლიტიკის გამო პროტესტს ღიად გამოხატავენ. სწორედ აღნიშნულის გამო მოხვდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაში იმ პირების გვერდით, რომელთა დასანქცირებაც ევროპარლამენტმა აუცილებლად მიიჩნიეს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკის და პროპაგანდის ხელშეწყობის გამო"- წერია მონიტორინგის შედეგებში.

ეს ყველაფერი არ არის, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ 2024 წელს ჩატარებულმა ორთვიანმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა აჩვენა, რომ წინასააჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას, „ქართული ოცნების“ მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. „ხოლო, ახალი ამბების გაშუქებისას, „მოამბეში“ გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობებიც, რაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს ეხმიანებოდა“. უშუალოდ „პირველი არხის“ მიერ ჩატარებული შიდა წინასაარჩევნო მონიტორინგითაც, წინასაარჩევნოდ ყველაზე

კვლევაში მოხვდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში არსებული სურათიც - NGO-ების შეფასებით, 11 წევრისგან შემდგარი საბჭო ისეა დაკომპლექტებული, რომ მის უმრავლესობაში მუდმივად ხელისუფლებისადმი ლოიალური და მისი კვოტით წარდგენილი კანდიდატები დომინირებენ, რომლებიც მაუწყებელში პროსამთავრობო ინტერესების გატარებას ემსახურებიან, რაც საბოლოო ჯამში, არხის სარედაქციო პოლიციკაზეც მკაფიოდ აისახება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს მავნე პრაქტიკას და აქტიურად დევნის და ავიწროებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან არხის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. სწორედ ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ჯერ ეთერიდან მოხსნა, შემდეგ კი - გათავისუფლება, ასევე ტოკ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებაც. წამყვანების გათავისუფლების პარალელურად, მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები დააკისრა კიდევ ოთხ თანამშრომელს, რომლებიც „მაუწყებლის მცველების“ რიგებში არიან. ორი მათგანის მიერ გასაჯაროებულ ბრძანებებში წერია, რომ თუკი ისინი „მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ“ კიდევ დააყენებენ, შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლონ"- წერია ანგარიშში. 

რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?! -  ანგარიში სრულად ნახეთ აქ