წულუკიანის კომისიაზე მისვლით გახარიამ პასუხისმგებლობა თავად აიღო - ბესელია

15.04.25 13:23
წულუკიანის კომისიაზე მისვლით გახარიამ პასუხისმგებლობა თავად აიღო - ბესელია

 

 

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ "გახარია საქართველოსთვისთვის" ლიდერმა წულუკიანის კომისიაზე მისვლით პრეზიდენტისა და პროდასავლურ ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმება დაარღვია და ამბობს, რომ პასუხისმგებელი თავად ოპოზიციონერი ლიდერია.

ამასთან, ბესელია ამბობს, რომ ახლა დაპირისპირების გაღვივების დრო არ არის, რადგან დღის წესრიგში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები დგას: პოლიპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.   

შეთანხმება იყო, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ზეპირი შეთანხმებაა და მხარეები თავად იღებენ პასუხისმგებლობას. გიორგი გახარიამ აიღო ეს პასუხისმგბელობა თავად. როდესაც პოლიტიკური ლიდერი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია, ეს ამ პასუხისმგებლობასაც იაზრებს ახლა აქ არ არის  სამსჯავრო და სასამართლო, რომ ამის ცალკე განსჯა დაიწყოს. მე არ მგონია, რომ მეორეხარისხოვან საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ.

რაც შეეხება პარტიების ფორმატში, იმდენად დიდი ამოცანა დგას, იმდენად მნიშვნელოვანია ეს ორი საკითხი, ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა, ამ ორ მიზანს არ უნდა დაშორდეს არაფერი სხვა, მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, შეთანხმებას დაცვა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის სამჯავროს გამართვა, მე არ მიმაჩნია სწორად და შიდა კონფლიქტების გაღვივება, ეს ძალიან არასწორი იქნება. ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის შეთანხმებაზეც, შემდგომ ნაბიჯებზეც, - ამბობს ბესელია. 

პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ გახარიას მხრიდან შეთანხმების დარღვევის შესახებ სალომე ზურაბიშვილის პოზიციის შესახებ არ იცის, თუმცა მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში,  ამას თავად პრეზიდენტი იტყვის. 

შეგახსენებთ, რომ გახარიას მიერ შეთანხმების დარღვევას, რომელიც ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტის შექმნის ფარგლებში დაიდო, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ "საქართველოსთვის" ლიდერი წულუკიანის კომისიაზე არ უნდა მისულიყო და ამით პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა ეღიარებინა. 

მსგავსი სიახლეები