გახარია ობოლი ქოცია - გიგი უგულავა

15.04.25 13:26
გახარია ობოლი ქოცია - გიგი უგულავა

 

 

"გახარია ობოლი ქოცია", - ასე აფასებს ოპოზიონერი ლიდერი გიგი უგუალავა პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის მიერ წულუკიანის კომისიაზე მისვლას.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ გახარია "უფრო დიდი ღალატისთვის ემზადება" და სავარაუდოდ, მონაწილეობას თითმმართველობის არჩევნებშიც გეგმავს.

უგულავა ამბობს, რომ გიორგი გახარიამ ახლა საკუთარი ქმედებები უნდა განმარტოს, რადგან სხვაგვარად ოპოზიციას მასთან თანამშრომლობა გაუჭირდება. 

გახარია არის ობოლი ქოცი, რომელიც გამოაგდეს იმ საქოცეთიდან. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ მაგ პარლამენტიდან არცერთი პარტია არ იყურება, მაგრამ ამ ქოცში რომ ზის, უნდა, რომ სხვების გათხვაროს და ეს რაღაც ჭორაობა შემოაგდო. ეს იყო მომზადება კიდევ უფრო დიდი ღალატისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე შეეტენოს ისე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და როგორც "იაბლოკო" და "ელდეპეერი" პუტინს "უპრავებენ" არჩევნებს, ამისთვის ემზადება, კატასტროფისთვის ემზადება. ისიც უნდა განგვიმარტოს ქოცია თუ ევროქოცია. ანუ რა განსხვავებაა მასსა და ივანიშვილის შაპიტოს, ამ მავნებლებს შორის? ეს ზღვარი წაიშალა და ეს სიცხადე მან თავიდან უნდა შემოიტანოს, სხვანაირად ურთიეღთობა ძალიან გაჭირდება, - ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გახარიას მიერ შეთანხმების დარღვევას, რომელიც ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტის შექმნის ფარგლებში დაიდო, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ "საქართველოსთვის" ლიდერი წულუკიანის კომისიაზე არ უნდა მისულიყო და ამით პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა ეღიარებინა.  

მსგავსი სიახლეები