როცა ცხოვრება ლიმნებს გესვრის, ლიმონათი უნდა გააკეთო - ჩერგოლეიშვილი გახარიაზე

15.04.25 13:43
როცა ცხოვრება ლიმნებს გესვრის, ლიმონათი უნდა გააკეთო - ჩერგოლეიშვილი გახარიაზე

 

 

"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ გახარიას მიერ წულუკიანის კომისიაზე მისვლა და შეთანხმების დარღვევა, ოპოზიციისთვის შესაძლოა, ჭკუის სასწავლებელი და სასარგებლოც კი იყოს. ოპოზიციონერი ამბობს, რომ ნაწილობრივ ეს პროდასავლური ოპოზიციის ბრალიცაა, რადგან შეთანხმების დადების დროს უფრო წინდახედული უნდა ყოფილიყო.

ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია და ეს პოლიტიკურმა სპექტრმა კარგად უნდა გაითავისოს. 

ჩვენს შეცდომადაც მივიჩნევ ამას, იმიტომ, რომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ხოლმე, როცა საქმე ციხეს ეხება ისეთი პირობების გამოცხადებისგან, სანამ უფრო დეტალურად არ გვექნება ხოლმე გავლილი. რაელურად, ეს შეთანხმება ნამდვილად შედგა და შეთანხმება ნამდვილად დაირღვა და ზიანიც დადგა, ოღონდ, როცა ცხოვრება ლიმნებს გესვრის, ლიმონათი უნდა გააკეთო და ახლა რომ ვუყურებ, ისეთი ამბავია ატეხილი ოპოზიციურ სპექტრში პირობის დარღვევაზე, რომ მსიამოვნებს, იმიტომ, რომ ამის გამო ჩვენ მარგინალიზებული ვიყავით, ფედერალისტები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, პირობას დაცვას რომ ვითხოვდით. ახლა, როცა ასეთი ამბავი ატყდა, იქნება მართლა მოიტანოს სიკეთე გახარიას მისვლამ და პირობის დაცვა რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სპექტრს გაახსენდეს და ამის შემდეგ რომ პირობებს დავდებთ, შევასრულოთ ხოლმე, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გახარიას მიერ შეთანხმების დარღვევას, რომელიც ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტის შექმნის ფარგლებში დაიდო, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ "საქართველოსთვის" ლიდერი წულუკიანის კომისიაზე არ უნდა მისულიყო და ამით პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა ეღიარებინა.   

მსგავსი სიახლეები