რატომ გადაიფიქრა რეჟიმმა ოპოზიციის აკრძალვა - რას ამბობს მდინარაძე

15.04.25 13:54
რატომ გადაიფიქრა რეჟიმმა ოპოზიციის აკრძალვა -  რას ამბობს მდინარაძე

 

 

რატომ გადაიფიქრა ოლიგარქის რეჟიმმა ოპოზიციის აკრძალვა? ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გახანგრძლივების საჭიროებაა. 

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ 3 თვეში წულუკიანის კომისია ვერ ჩაეტეოდა, რადგან მისი მანდატი გაფართოვდა. 

სამ თვეში აბსოლუტურად, მარტივადაც კი შეიძლება, ყოფილიყო შესაძლებელი, გარკვეული მასალების გამოძიება და შესწავლა, რაც 2012 წლამდე იყო მანდატის ფარგლებში, იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც ბევრი რამ იცის საზოგადოებამ და მაგალითებით შეიძლებოდა, გავსულიყავით ბოლომდე. თუმცა, როგორც კი დღის წესრიგში დადგა მანდატის გაფართოება 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც, ამ შემთხვევაში, უკვე ყველას გაუჩნდა რეალური განცდა იმისა, რომ ეს შეიძლება, ვერ მოსწრებულიყო. მერე უნდა გამოვსულიყავით და მოგვეწოდებინა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულ რეჟიმში მიეღო გადაწყვეტილება, რაც იქნებოდა საერთაშორისო სტანდარტი, გადაჭარბების გარეშე, - თქვა მდინარაძემ. 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება "ოცნების" გადაწყვეტილება იმ ვერსიას, რომ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში შეტყუება სურს, მდინარაძე ასე პასუხობს:

შევიტყუოთ, რა თაგვები ხომ არ არიან, ხაფანგში შევიტყუოთ, - თქვა მდინარაძემ. 

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს. 

 

მსგავსი სიახლეები