ზარქუა: ნუ "გეჩინიათ"

15.04.25 14:00
ზარქუა: ნუ "გეჩინიათ"

 

 

"ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა წინა ხელისუფლებას ისევ გასამართლებით ემუქრება. ამბობს, რომ ოპოზიცია აუცილებლად აიკრძალება, თუმცა ამას თავისი ვადები აქვს.

ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ოპონენტების აკრძალვის ვადამ მხოლოდ იმიტომ გადაიწია, რომ საგამოძიებო კომისიას საქმიანობის განსახორციელებლად 3 თვიანი ვადა არ ჰყოფნის. 

"კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ გეშინიათ! ნუ გეჩინიათ! ყველაფერი კარგად იქნება! რეჟიმი გასამართლდება - ამას აქვს თავისი ვადა, თავისი პერიოდი და ჩვენ მანამდე, იმდენი განცხადება შემოვიდა, რომ იძულებული გავხდით, რომ კიდევ გაგვეხანგრძლივებინა 1 თვით კომისიის მუშაობა" - თქვა ირაკლი ზარქუამ.

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს. 

 

მსგავსი სიახლეები