რეჟიმის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირეს

15.04.25 15:27
რეჟიმის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირეს

პლენარულ სხდომაზე I მოსმენით მხარი დაუჭირეს ივანიშვილის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.

არჩილ გორდულაძემ სხდომაზე თქვა, რომ თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნულ ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

მსგავსი სიახლეები