ივანიშვილს დასავლეთის ლეგიტიმაცია ჰაერივით სჭირდება - დავით ზურაბიშვილი

15.04.25 15:47
ივანიშვილს დასავლეთის ლეგიტიმაცია ჰაერივით სჭირდება - დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის აკრძალვა ივანიშვილმა დღის წესრიგიდან მიზანმიმართულად გააქრო. ექსპერტი ამბობს, რომ ოლიგარქი ამას ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად აკეთებს, რადგან იცის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკული და ბრიტანული სანქციები არ ასცდება. 

ეს არ არის არგუმენტი. სურვილი და განზრახვა იმისა, რომ ივანიშვილი დარჩეს მარტო, არ ჰყავდეს ხელის შემშმლელები პარტიების სახით, ანუ მისი ძალაუფლება იყოს სრული და ტოტალიტარული, ეს სურვილი მას ნამდვილად აქვს. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილს ჰაერივით სჭირდება ლეგიტიმაცია დასავლეთში. რატომ სჭირდება? არა იმიტომ, რომ დასავლურობის და ღირებულებების გამო, არამედ იმიტომ, რომ მან კარგად იცის, თუ ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, ეს ნიშნავს, რომ სანქციები წამოვა, ამერიკისგან, ბრიტანეთისგან. პრაქტიკულად, იზოლირება დასავლეთისგან წმინდა სოციალ-ეკონომიკურად ამ ქვეყანას დაუჯდება ძალიან ძვირად, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.

მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს. 

 

მსგავსი სიახლეები