ცნობილია, რამდენ ლარიან გირაოს ითხოვს პროკურატურა გივი თარგამაძის მიმართ
პროკურატურა გივი თარგამაძის მიმართ 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.
ამის შესახებ შუამდგომლობა პროკურორმა სასამართლო პროცესზე დააყენა.
თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, გივი თარგამაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს. მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.