ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება
ნიკა გვარამია სასამართლოში მივიდა - ამ წუთებში, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევს ჩვენებას.
პროკურატურა ოპოზიციონერი ლიდერისგან ითხოვს პასუხებს კითხვაზე, რატომ არ მივიდა ის თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე.
თავად გვარამია, ქვეყნის ღალატად აფასებს იმ პროცეს, რაც ე.წ. პარლამენტში მიმდინარეობს და ამბობს, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ეს არის გადაფარვის მცდელობა, პროპაგანდისტული სისულელე, რომელიც ერთის მხრივ, ამაზე ალაპარაკებს საზოგადოებას, სწორედ ამიტომ მიმაჩნია იქ ოპოზიციონერების მისვლა შეცდომად. მეორე - ეს არის სამშობლოს ღალატის, ინტერესების შემცველი ქმედებები, იმიტომ, რომ რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საბოლოო დასკვნა იყოს იმგვარი, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე და არა რუსეთი". - ამბობს გვარამია.
ცნობისთვის, წულუკიანმა ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ნიკა გვარამიას არგამოცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა.