პირველი ინტერვიუ აქტივისტთან, რომელსაც შუა თბილისში ე.წ. კასტეტით სცემეს

15.04.25 17:39
პირველი ინტერვიუ აქტივისტთან, რომელსაც შუა თბილისში ე.წ. კასტეტით სცემეს

პირველი ინტერვიუ აქტივისტთან, რომელსაც თბილისში თავს დაესხნენ და ე.წ. კასტეტით გაუსწორდნენ და ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს.

ლევან ყანჩაველი ამ დრომდე კლინიკაში რჩება - აქტივისტი ამბობს, რომ მასზე  განხორციელებული ჯგუფური თავდასხმა სავარაუდოდ მის პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. 

მისი თქმით, ე.წ. ზონდერ დაჯგუფება თავს  წინასწარი  ჩასაფრებით იმ დროს  დაესხა, როდესაც მეგობართან ერთად ქუჩაში გაადვილდებოდა.

ზურგიდან მომეპარნენ, სავარაუდოდ, ნიღბები არ ეკეთათ. დაახლოებით 3-4 ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების იმედი არ მაქვს, მე მაინც მივმართავ მათ. საპროტესტო აქციებში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას, სავარაუდდ ამას უკავშირდება, არ უნდათ, რომ ვიარო"- ამბობს დაშავებული. 

ჯგუფურ თავდასხმას პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს  კიდევ ერთი დაზარალებული. ლევან ყანჩაველის მეგობარსაც ჯგუფურად გაუწორდნენ. 

მსგავსი სიახლეები