დიპლომატი 35 წლიანი სტაჟით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტოვებს

15.04.25 20:43
დიპლომატი 35 წლიანი სტაჟით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტოვებს

გამოცდილი დიპლომატი, კოტე ქავთარაძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა, თანამდებობას ტოვებს. ყოფილი ელჩი, პოლონეთში, შვედეთში, ფინეთსა და კანადაში “პირველებს“ უდასტურებს, რომ საგარეო უწყებიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. 

ქავთარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კლინიკას დატოვებს. დიპლომატის განცხადებით, ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული, რადგან ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. 

გიდასტურებთ, რომ პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე საგარეო საქმეთა სამინისტრო - უთხრა მან "პირველებს". 

ის, რომ გამოცდილმა დიპლომატმა სამსახური დატოვა, "პირველებს" საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

მსგავსი სიახლეები