გახარიას ოპოზიცია აუჯანყდა - რა ფასი დაუჯდა ექსპრემიერს რეჟიმის პარლამენტში მისვლა

15.04.25 20:03
გახარიას ოპოზიცია აუჯანყდა - რა ფასი დაუჯდა ექსპრემიერს რეჟიმის პარლამენტში მისვლა

დიდი შეთანხმების შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 2 აპრილს ისაუბრა. ამ საგანგებო ბრიფინგიდან 13 დღეში კი პრეზიდენტის წინაშე დადებული პირობა პირველი გახარიამ დაარღვია. დილიდან ყველა ელოდება რა, რეაქცია ექნება თავად ზურაბიშივილს, თუმცა პრეზიდენტი დუმს. პროდასავლურმა ოპოზიციამ კი გახარია პირობის დაღვევის გამო კრიტიკის ქარცეცლხში გაატარა. 

წულუკიანმა გახარიას დაკითხვამდე პარლამენტში დაიბარა ოპოზიცის არა ერთი ლიდერი, არ მივიდა არცერთი. ამის გამო მათ ბრალი წაუყენეს, გირაო შეუფარდეს და პატიმრობა ემუქრება. გახარია ერთადერთია პრეზიდენტის გარშემო შექმნილი წინააღდეგობის მოძრაობის წევრებს შორის, ვინც წულუკიანის კომისია აღიარა, მივიდა და ელაპარაკა.

ვინ დარჩა მოგებული? ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კომისიაზე მისვლით გიორგი გახარიამ, პირველ რიგში, თვითდაზიანება მიიყენაა. თან უნდოდა და თან ბოლომდე ვერ ამბობდა არანორმალური მმართველობის დეტალებს. სამაგიეროდ, გახარიას სიტყვებს გახარიას წინააღმდგ იყენებს "ქართული ოცნება" და ამტკიცებს, რომ პოსტი ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფმა პრემიერმა საქართველში ამერიკის ელჩის მოთხოვნით დატოვა.

ყოფილი პრემიერის გუნდში ფიქრობენ, რომ შეთანხმების დარღვევა ღირდა იმ ჩვენებად, რომელიც კომისიას გახარიამ მისცა.  

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები