რეჟიმმა გადაიფიქრა - წინასაარჩევნოდ ოპოზიციის აკრძალვის გეგმა გაუქმებულია
მამუკა მდინარაძეს საკუთარი სიტყვის უკან წაღება, სულ რაღაც, 2 კვირაში მოუწია. "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნოდ ოპოზიციის გაუქმება გადაიფიქრა. ამომრჩევლებს უმტკიცებენ, რომ უნდათ, მაგრამ დროში ვერ ეტევიან. პარტია, რომელიც 13 წელია ხალხს "ნაციონალური მოძრაობის" დასრულების იმედით ინარჩუნებს, ამბობს, რომ ამჯერადაც არ შეუძლია.
თუ საგამოძიებო კომისიის მუშაობის გახანგძლივება მთავარი დაბრკოლებაა, მისი პროგნოზი "ოცნებას" 2 კვირის წინაც შეეძლო, როცა ასეთ მტკიცე პირობას დებდა. ამასთან ერთად, თუ "ოცნება" პარტიების გაუქმების შემძლეა და ამის ნებაც აქვს, ეს კომისიის დასკვნის გარეშეც შეუძლია - დღესვე, თუმცა ამას არ აკეთებს. ამიტომ, "ოცნების" არგუმენტი კითხვებსაც აჩენს და ეჭვს, რომ რეალური მიზეზი სულ სხვაა.
დეპუტატებს უწევთ თქვან ის, რაზეც გუნდის ლიდერშიპი შეთანხმდა. საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა "ქართულ ოცნებას" აქამდეც ბევრჯერ მოუწია. ესეც რომ ცრუ დაპირება იყო, ამას ოპოზიცია მაშინაც ამბობდა, როცა მათ მდინარაძე არჩევნებიდან ჩახსნით ემუქრებოდა. პოლიტიკურ პარტიებში ფიქრობენ, რომ მაშინაც და დღესაც ეს "ოცნების" საინფორმაციო ომის ნაწილია, როდესაც გამოგონილი სკანდალური თემებით ცდილობს, საზოგადოება შოკში ჩააგდოს და ყველაზე აქტუალური საკთხები გადაფაროს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.