ზიანი, რომელიც "ოცნების" მმართველობას მოაქვს, შეიძლება, თითოეული ჩვენთაგანისთვის დადგეს - ბუაძე

16.04.25 11:34
ზიანი, რომელიც "ოცნების" მმართველობას მოაქვს, შეიძლება, თითოეული ჩვენთაგანისთვის დადგეს - ბუაძე

თუ ევროკავშირთან ურთიერთობების და უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება გვინდა, უნდა მოვიშოროთ ძალა, რომელიც ქვეყანას ევროპულ პერსპექტიავს აშორებს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე საუბრობს.

ოპოზიციონერის თქმით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება უვე რეალური გახდა, ეს კი ნიშნავს, რომ ზიანი, რომელიც "ოცნებას" მოაქვს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება.   

თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობის შენარჩუნება, თუ ჩვენ გვინდა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება, ურთიერთობების გარღმავება და საბოლოოდ, ევროკავშირში ინტეგრაცია, უნდა ჩამოვიშოროთ ის ძალა, რომელიც საქართველოს აშორებს ევროპულ პერსპექტივას და ექაჩება რუსულ ორბიტაზე.

ძალიან ცხადი და რეალური გახდა უვიზო მიმოსვლის შეჩერება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს მხოლოდ "ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, მაგრამ ვხედავთ, რომ ის ზიანი, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობას მოაქვს, შეიძლება, დადგეს თითოეული ჩვენგანისთვის.

უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ქვეყნისთვის ნიშნავს ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს, ამ ეკონომიკური პრობლემების გაღრმავებას, ურთიერთობების გართულებას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ოჯახის წევრები ევროკავშირში. ეს არის ჩვენი ჯიბიდან დამატებით ამოღებული ფული, - ამბობს საბა ბუაძე. 

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის - როგორც "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები:  დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო. 

გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.

 

მსგავსი სიახლეები