აქცია თბილიში - ტაქსის მძღოლები "ბოლტის" სატარიფო პოლიტიკას აპროტესტებენ

16.04.25 11:58
აქცია თბილიში - ტაქსის მძღოლები "ბოლტის" სატარიფო პოლიტიკას აპროტესტებენ

ტაქსის მძღოლების პროტესტის თბილისში - აქციის მონაწილეები კომპანია "ბოლტის" სატარიფო პოლიტიკას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ კომპანიამ ტარიფები შეამცირა, რის გამოც მძღოლების უმეტესობა შრმოსავლის გარეშე რჩება.

პროტესტის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც და იმ მძღოლების სამსახურში  აღდგენასაც ითხოვენ, ვინც აქციებში მონწილეობის გამო სამსახურიდან გაუშვეს.

ტაქსის მძღოლები ითხოვენ, საკითხის მოგვარებაში თბილისის მერიაც ჩაერთოს.

ამ ბოლო დროს "ბოლტიდან" გამომდინარე, ფასები ძალიან დააგდო. ისეთი ფასებია დღესდღეისობით, უბრალოდ, მუშაობა კი არა, თავმოყვარე ადამიანისთვის შეურაცხყოფაც კი არის. ჩვენი მოთხოვნა არის და შესრულდება კიდეც, როგორც გუშინ, გაითიშება მთელი აეროპორტის ტერიტორიაზე ყველა აპოლიკაცია "იანდექსი" იქნება, "ბოლტი" იქნება თუ რაც იქნება და შეუწყდება ტაქსის მიწოდება აეროპორტს. აქედან გამომდინარე, მოხდება პარალიზება ეროპორტის, - ამბობს მძროლი.

გაზარდა თავის პროცენტები და ფასები დააკლო. მაღაზიაში რომ მიდიხარ, ვთქვათ, 100 ლარი იშოვე, 100 ლარით ვეღარაფერს იყიდი. საშინელებაა უკვე. არ შეიძლება, მართლა მონები გაგვხადეს. დაიბრუნოს ის ფასები, რაც იყო ადრე. გაზარდოც კიდევ. უკან ავადმყოფები შვილები, შვილიშვილები გვყავს ყველას, - ამბობს პროტესტის მონაწილე მძღოლი. 

ტაქსის მძღოლები პროტესტის გაგრძელებას პერმანენტულად გეგმავენ. ამბობენ, რომ აეროპორტის გარდა, არც თბილისის ქუჩების პარალიზებას გამორიცხავენ.  

მსგავსი სიახლეები