ივანიშვილის პოლიტიკის გამო, EU-თან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე დიდია - სამადაშვილი

16.04.25 13:49
ივანიშვილის პოლიტიკის გამო, EU-თან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე დიდია - სამადაშვილი

თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ფუნდამენტურად არ შეიცვალა, EU-თან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე დიდია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, ცხადია, რომ ივანიშვილის პოლიტიკის გამო საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვან მონაპოვარს ჰკარგავენ. 

ეს გაამარტივებს ევროკავშირისთვის გადაწყვეტილების მიღებას თუ პოლიტიკური ნება იქნება, რომ შეჩერდეს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა და მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როგორც დიპპასპორტებისთვის უპრობლემოდ შეწყვიტეს უვიზო მიმოსვლა და ვერანაირი ბერკეტების ვერ აამუშავა "ქართულმა ოცნებამ" ამის შესაჩერებლად, ზუსტადა ასევე შეუძლიათ, კვალიფიციური უმრავლესობით მიიღონ გადაწყვეტილება უვიზო მიმოვსლის შეჩერებაზე. თუ ქვეყანაში არ შეიცვლება ფუნდამენტურად პოლიტიკური ვითარება უახლოეს მომავალში, ის საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო, არის ძალიან დიდი, - ამბობს სამადაშვილი. 

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის - როგორც "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები:  დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო. 

გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.

 

მსგავსი სიახლეები