"ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება" - უგულავა ევროკავშირის სანქციებზე

16.04.25 13:56
"ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება" - უგულავა ევროკავშირის სანქციებზე

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა საქართველოსტავ ვიზალიბერალიზაცია გააუქმოს. პოლიტიკოსის თქმით, "ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება" და თუ ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილის ხელისუფებლის სახით "წურბელები" არ მოიშორა, შეზღუდვა უკვე შესაძლოა, მატაც შეეხოს. 

ეს მეოთხე პუნქტი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძველზე აძლევს უფლებას, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, პირდაპირ არის მომართული და პირდაპირ შეიძლება, იყოს გამოყენებული. ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. თუ აქამდე შეზღუდვები თვითონ მათ, მათ ოჯახებს ეხებოდა, ახლა ეს შეიძლება, უკვე შეეხოს ხალხს. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, რომ "ხალხს ნუ დააზარალებთ", ეს წურბელები ასხედან ამ ხალხს და ამ ხალხის საქმეა ამ წურბელების მოშორება. ნებისმიერი ღონისძიება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, იყოს მხოლოდ დამხმარე, - ამბობს უგულავა.

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის - როგორც "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები:  დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო. 

გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.

 

მსგავსი სიახლეები