ყაველაშვილი ალიევს შეხვდა - ბაქოში ვიზიტისას მან "გარე ძალების ჩარევაზე" ისაუბრა

16.04.25 17:11
ყაველაშვილი ალიევს შეხვდა - ბაქოში ვიზიტისას მან "გარე ძალების ჩარევაზე" ისაუბრა

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა. ეს საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტია. 

შეხვედრის შემდეგ ზაგულბას სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკასა და საერთო ინტერსებზე ისაუბრეს. 

ყაველაშვილმა, რომელიც სიტყვას წინასწარ გამზადებული ტექსტიდან კითხულობდა, ისევ "გარე ძალებზე" გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ისინი "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას" ცდილობენ. 

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით ამ საფრთხეებს. დღეს არსებული გლობალისტური ეპოქა, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და საფრთხეებით ... ფუნდამენტურ ღირებულებებს ემუქრება... ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვის ბრძოლაში.

შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის. მიხარია, რომ საერთო ინტერესების დასაცავად ჩვენს შორის თანამშრომლობამ ინტენსიური სახე მიიღო, - თქვა ყაველაშვილმა პრესკონფერენციაზე. 

მსგავსი სიახლეები