26 მაისი უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე - დეკანოიძე

16.04.25 18:21
26 მაისი უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე - დეკანოიძე

"რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღონისძიებებს. ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ "დამოუკიდებლობის დღე დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე იყოს".

რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღინისძიებებს.

ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან.

დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე. ქოცების ღალატის ფონზე, 26 მაისი უნდა მიეძღვნას ანწუხელიძეს, შიდნისის გმირებს და ჩვენს დაცემულ მეომრებს, ქართულ ჯარს. 

ამ დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. ეს იქნება ნამდვილ პროცესში მონაწილეობა. ეს არის უპირველესი ამოცანა!" - წერს ხატია დეკანოიძე. 

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს საგამოფენო სივრცე რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა. ივანიშვილის მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობების და კვების ზონები.

თავისუფლების მოედანზე კი გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, ასევე ჯავშანტექნიკის გამოფენა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმო აღნიშვნა მიხეილ ყაველაშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები