წულუკიანის კომისია სკანდალში ეხვევა - "მსხვერპლად" გამოცხადებული აფრასიძეების წინააღმდეგ ხალხი ალაპარაკდა

16.04.25 20:03
წულუკიანის კომისია სკანდალში ეხვევა - "მსხვერპლად" გამოცხადებული აფრასიძეების წინააღმდეგ ხალხი ალაპარაკდა

თეა წულუკიანის კომისია სკანდალში ეხვევა, უკვე ერთი კვირაა, სოციალური ქსელი აფეთქდა, კრიმინალური ისტორიებით, რომელთა უკანაც დაზარალებულთა თქმით, აფრასიძეები დგანან.

"პირველების" რესპონდენტები ჰყვებიან, რომ ალაპარაკება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც "ქართულმა ოცნებამ აფრასიძეები რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადა". ახლა ხალხი ერთმანეთის მიყოლებით წერს, რომ სწორედ ულუკინის მიერ მსხვერპლად გამოცხადებული ჯგუფი წლების განმავლობაში მთელს სვანეთს აწიოკებდა.  ნინი კუბლაშვილი "პირველის" იმ კრიმინალური ისტორიის შესახებ უყვება, რომელსაც 1 მოკლული და 3 დაზარალებული არასრულწლოვანი ჰყავს. 

ვანო პირველის მკვლელობის ისტორია გამორჩეულია, ის ევგენი აფრასიძის დის ქმარი იყო. მოკლულის შვილიშვილი ჩვენთან საუბარში ამტკიცებს, რომ ბაბუა ევგენი აფრასიძემ  7 გასროლით მოუკლა. 

მარიამ ჩოფლიანი კი რომელიც ახლა ემიგრაციაშია, გვიყვება უმძიმეს ისტორიას, როგორ ჩაცხრილეს ევგენი, შმაგი და ომეხ აფრასიძეებმა მისი ბაბუა ახლავ არღვლიანი და ბიძაშვილი ლაშა უშხვანი. 

კიდევ უფრო მძიმეა ისტორიები რომელზეც სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახები წერენ. საუბრობენ ოჯახის წევრების მკვლელობებზე, ყაჩაღობებზე , გაუპატიურებაზე და იმ სისხლიანი ანგარიშსწორებების სერიაზე, რომელსაც მათი მტკიცებით,  წლების განმავლობაში ძმები აფრასიძეები მამასთან ერთად  ახორციელებდნენ.

წულუკიანის კომისია სკანდალში - სოფო ნიაური დეტალებით

მსგავსი სიახლეები