"საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს" - კალასი

16.04.25 19:20
"საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უფრო  ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს" - კალასი

"საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს" - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან გრანტის მიღებას კობახიძის მთავრობის თანხმობა დასჭირდება.

კალასი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს.

დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს.

დაჩქარებულად და კონსულტაციების გარეშე მიღებული - ის ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის კიდევ ერთი დანამატია.

ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს",- წერს კაია კალასი.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.

მსგავსი სიახლეები