პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

16.04.25 19:26
პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს - რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ასამართლებს. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობენ. პროკურატურა ჯაფარიძის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.