გახარიას გეგმა - რას აპირებს ექსპრემიერი
ექს პრემიერი გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური ვითარების შეცვლის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენში "გახარია საქართველოსთვის" პარტია ოლიგარქის პარტიის გვერდით აღმოჩნდეს.
ექს პრემიერი ვარაუდობს, რომ 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან ერთადერთი არ იქნება, ვინც თვითმმართველობის არჩევნებზე იბრძოლებს, თუმცა ჯერ ის ერთადერთია, ვინც არც მანდატებზე თქვა უარი, ე.წ. საგამოძიებო კომისიაშიც მივიდა და უკვე ცნობილია რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც ემზადება.
თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი ახლა ნაადრევად მიაჩნიათ "ძლიერ საქართველოში". ხაზარაძის გუნდის წევრს მიაჩნიათ, რომ ახლა ყველა რესურსი რეალურმა ოპოზიციამ არაღიარების გაძლიერებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნის მიმართულებით უნდა მიმართოს.
გახარიას აღიარება პოლიტიკურ ველზე შესაძლოა, ახალი დაპირების მიზეზი გახდეს, რადგან ყველა პროევროპული პარტია ქართულ ოცნებას ყველა დონეზე ბოიკოტს უცხადებს. ექს პრემიერის პარტიის გარდა არცერთი პროდასავლური პარტია არ ამბობს, რომ მზადება ამ პროცესისთვის დაწყებული აქვთ. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა არჩევნებში მონაწილეობა საპროტესტო მუხტის მოკვლა და რეჟიმის არაღიარების წყალში გადაყრაა.
ის რომ გახარიას გუნდს სამზადისი დაწყებული აქვს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვის თავზარდამცემია. მშობლები, ვისაც ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი, ფიქრობენ, რომ ამ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობა დაუშვებელია.