"ოცნებამ" სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ კანონი მიიღო - პირველი მწვავე რეაქციები EU-დან

16.04.25 20:35
"ოცნებამ" სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ კანონი მიიღო - პირველი მწვავე რეაქციები EU-დან

საქართველო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში - ასე შეაფასა გავლენიანმა ევროპარლამენტმა "ქართული ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ვერანაირი საერთაშორისო დახმარება ვერ მიაღწევს, ადრესატამდე თუ ამის უფლება არ იძლევა მთავრობა, წერს რასა იუკნევიჩიანე. რეჟიმი ცდილობს, სამოქალაქო საზოგადოების დადუმებას,  ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, რომლის მიზანია  თავისუფლების ხმების ჩახშობა, ასეთია ევროდეპუტატების პოზიცია კანონზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ ერთ დღეში ორი მოსმენით სასწრაფოს წესით დაამტკიცა. 

კანონით, რომელიც ქართულმა ოცნებამ 48 საათზე ნაკლებ დროში დაამტკიცა, ივანიშვილის პარტია  არასამთავრობო ორგანიზაციებს და ონლაინ მედიას არსებობის საშუალებას არ აძლევს. ამიერიდან ყველა დონორმა ვიდრე, ხალხის დასახმარებლად პროექტებს დააფინანსებენ ნებართვა სწორედ კობახიძისგან უნდა აიღოს. ქართლმა ოცნებამ დააანონსა, რომ თუ კი ვინმე გვერდის ავლის საშუალებას იპოვის, კანონებს კიდევ უფრო გაამკაცრებენ. 

კანონი სამოქალაქო სექტორის წინააღდეგ - ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები