გელა ხასაია სასამართლოდან პირდაპირ ციხეში გაუშვეს - აქტივისტები რეპრესიებზე საუბრობენ

16.04.25 20:53
გელა ხასაია სასამართლოდან პირდაპირ ციხეში გაუშვეს - აქტივისტები რეპრესიებზე საუბრობენ

პატიმრობა ჯარიმის ნაცვლად  - "გირჩი მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი დღეს ციხეში მოსამართლემ 12 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც 5000 ლარიანი ჯარიმებით ხალხი ვერ დააშინეს და ქუჩაში პროტესტი არ შეწყდა, ციხეში ხალხის გაშვების ახალი ეტაპი დაიწყო. აქტივისტი, რომელიც პარლამენტთან უკანონოდ დააკავეს, ორჯერ გადადებული სასამართლო პროცესის შემდეგ, დღეს ციხეში გაუშვეს.

გელა ხასაიას 31 მარტს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, თუმცა უწყვეტ კადრში კარგად ჩანს, რომ აქტივისტი პირიქით, წინააღმდეგობას არ უწევს და მიყვება პოლიციას - ისმის პატრულის თანამშრომლის პასუხიც, რომ ხასაია დაკავებული არ არის, თუმცა, ყველაფერი შეიცვალა სამმართველოში გადაყვანის შემდეგ.

უფლებადამცველების თქმით, დღეს სასამართლოდან ივანიშვილის რეჟიმმა აქტივისტებს ახალი გზავნილი გადასცა - 5 000 ლარიანი ჯარიმა არ იკმარეს და ადმინისტრაციულ კანონში დაჩქარებულ რეჟიმში შეტანილი 60-დღიანი პატიმრობის ჩანაწერი აამოქმედეს. ამ გზით ივანიშვილი ემუქრება ახალგაზრდებს, თუ არ შეწყვეტენ რუსთაველზე გასვლას, ყველას ციხეში გაუშვებს.

რეპრესიები დაშინებისთვის - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები