ნატალი ლუაზო: მძვინვარე ტირანიის წინააღმდეგ ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ

16.04.25 20:12
ნატალი ლუაზო: მძვინვარე ტირანიის წინააღმდეგ ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ

"მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს მძვინვარე ტირანიის წინააღმდეგ, თუ არ ვიმოქმედებთ, რატომ უნდა გვენდონ?" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ "გრანტების კანონში" ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

"საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა ძალიან დიდ ხანს რჩება დაუსჯელი" - წერს ლუაზო პლატფორმა X- ზე.

ძვირფასო კაია კალას, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა ძალიან დიდ ხანს რჩება დაუსჯელი. მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს მძვინვარე ტირანიის წინააღმდეგ. თუ არ ვიმოქმედებთ, რატომ უნდა გვენდონ?” - წერს ნატალი ლუაზო.

ცნობისთვის, ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.  

მსგავსი სიახლეები