ციხიდან დაანონსებული მასშტაბური აქცია - საქართველო აღდგომის ღამეს რუსთაველზე შეხვდება
ციხიდან დაანონსებული მასშტაბური აქცია. 19 აპრილი, 19:00 საათი, სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე სტუდენტების ჯარს პარლამენტის შენობასთან ელოდება. ეს არის დღე, როცა გასულ წელს, ქართველმა ახალგაზრდებმა, ეროვნული დროშებით ხელში დიდი მსვლელობა მოაწყვეს. გმირთა მემორიალთან კი ათი ათასობით სტუდენტმა დადო ფიცი, რომ ამ ქვეყანას გარუსებისგან იხსნიდნენ.
"თუ ერთხელ მოვახდინეთ სასწაული, მეორედაც შევძლებთ" - მიმართავს ზვიად ცეცხლაძე ციხიდან თანამებრძოლებს. სინდისის პატიმარი ამბობს, რომ რეჟიმის საპატიმრომ მას თავისუფლება ვერ წაართვა.
მზად არის იჯდეს ციხეში, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის გადამწყვეტ ბრძოლაში საკუთარი სიტყვა თქვას. 19 აპრილს შვილებთან ერთად იდგება მშობლების თაობაც. ყველა ერთად კი აღდგომის ღამეს რუსთაველზე შეხვდება.
მოლხვებიან და მიზნები უცვლელია - ბრძოლა იქამდე გაგეძლება, სანამ სინდისის ყველა პატიმარი გარეთ არ იქნება და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.