დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მის მხარდასაჭერად ახალ თეატრში მანანა ბერიკაშვილი მივიდა
“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ, "ახალ თეატრში" მანანა ბერიკაშვილი მივიდა.
მისი თქმით, თიკა რუხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო:
არ მაქვს არანაირი შეფასება. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, არ ველოდებოდი (ასეთ რეპრესიებს), გამიშვი ზემოთ, გავიგო რა ხდება" - თქვა მან "ტვ პირველის" ჟურნელისტის შეკითხვების პასუხად.
ცნობილია, რომ მანანა ბერიკაშვილი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელობიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.