ნორვეგიის საგარეო: "ნორვეგია ღრმადაა შეშფოთებული "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად იქცევა"

16.04.25 22:44
ნორვეგიის საგარეო: "ნორვეგია ღრმადაა შეშფოთებული "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად იქცევა"

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ "გრანტების შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. 

უწყება "ქართულ ოცნებას" კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს და პლატფორმა X-ზე წერს, რომ დამტკიცებული ცვლილებები ქართული სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობას ძირს უთხირს. 

ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს, რაც ძირს გამოუთხრის ქართული სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიასა და დამოუკიდებლობას. გაუქმებისკენ მოვუწოდებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები