კობახიძე: 9 აპრილს რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები და ა.შ.
"იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, რუსების გარდა, იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები და ა.შ." - განცხადება სამთავრობო არხის ეთერში ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ასე ახსნა ივანიშვილის პრემიერმა 9 აპრილს გაკეთებული განცხადება, რომელსაც საზოგადოებრივი პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა.
ქართველი ლიბერალი, ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე. რაც შეეხება თვითონ განცხადებას. ერთი, თუ რატომ არ იყო სიტყვა "რუსული" ნახსენები. ეს არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც იყვნენ... იქ რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები და ა.შ საბჭოთა კავშირი იყო". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.