კიდევ ერთი უკან დახევა დემოკრატიული მომავლისგან - შაჰინი გრანტების კანონზე
კიდევ ერთი უკან დახევა დემოკრატიული მომავლისგან - ასე აფასებს სენატორი ჯინ შაჰინი მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების მიღების აკრძალვას.
სენატორის შეფასებით, "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ჩახშობას ცდილობს:
"ქართული ოცნების" მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს უნდა. პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან" - წერს სენატორი ჯინ შაჰინი.
ცნობისთვის, ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.