რეჟიმი დავით გარეჯზე დუმს

17.04.25 11:18
რეჟიმი დავით გარეჯზე დუმს

არც ერთი სიტყვა დავით გარეჯზე - "ქართული ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ სამონასტრო კომპლექსის თემა საქართველო-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების სივრციდან გაქრა.

ბაქოში ჩასულ მიხეილ ყაველაშვილს ალიევთან შეხვედრის შემდეგ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს გარეჯზე.  იგივე ხდებოდა კობახიძის და ალიევის შეხვედრის დროსაც თურქეთში. 

კითხვები ბევრია: რა ხდება სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, იყო თუ არა გარეჯი განხილვის თემა "ოცნების" მაღალჩინებსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრების დროს, თუნდაც დახურულ კარს მიღმა უცნობია, რადგან ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებში არაფერია ნათქვამი. 

გარეჯის გამო რამდენიმე წლის წინ "ოცნებამ" წინა ხელისუფლება ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა, ხმაურიანი დაკავებები და სასამართლო პროცესებიც დაიწყო.

ოპოზიციისა და მესამე სექტორის შეფასებით, "გარეჯი საქართელოა" - ეს მრავალთვიანი კამპანია "ქართული ოცნებამ"  წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზების ეფექტურ  მექანიზმად აქცია.

ამ პროპაგანდისტული კამპანიის შემდეგ  გაუარესდა მდგომარეობა, იქ მლოცველები ვერ ადიან ძალიან მძიმე სიტუაციაა. 

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მერკანტილურმა გათვლებმა დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესი. როდესაც თვეში რამდენჯერმე, სხვადასხვა დონეზე ხვდებიან აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღეს რეალურად უნდა სვამდნენ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ გამოასწორონ ის მდგომარეობა, რაც გააკეთეს დავით გარეჯთან დაკავშირებით.

ფაქტია, რომ დავით გარეჟის თემა გამოიყენეს პროპაგანდისტული მიზნით,  ფაქტია, რომ დააზიანეს მდგომარეობა, ფაქტია, რომ მლოცველები ვეღარ ადიან დღეს უკვე ის და ფაქტია ისიც, რომ დაზიანდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებითი გარემო" - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ლანა ქალდავა 

"ქართულ ოცნებასთან" კითხვები აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერსაც. ლევან ხებეიშვილი ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს, საჯაროდ გააკეთონ განცხადებები, რას აკეთებენ გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

უკანასკნელ თვეებში, ძირითადად გაიღვიძებთ და ნახავთ, რომ კობახიძე არის აზერბაიჯანში, გავა რამდენიმე კვირა, ისევ აზერბაიჯანშია, გავა რამდენიმე თვე, ისევ აზერბაიჯანშია. ახლა პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილიც ჩადის იქ.  ყველა დადის აზერბაიჯანში ფაქტობრივად.

ამ თემასთან დაკავშირებით თუ მუშაობენ,  თუ საუბრობენ და ალიევი და აზერბაიჯანი რომ აატალახეს ფაქტობრივი მნიშვნელობით, ამ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობენ „დავით გარეჯი ჩვენიას“ შემქნელებისაგან და 2020 ის საარჩევნო კამპანიის შემქნელებისაგან, ძლიან მარტივი შეკითხვა გვაქვს და ვფიქრობ ამ კითხვამ უნდა დააფიქროს ასევე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც მერამდენედ გადააგდო უკვე ბიძინა ივანიშვილმა" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები