სადიგოვის ცოლი: აფგანის სიცოცხლე საფრთხეშია - პასუხისმგებლობას ივანიშვილს ვაკისრებ

17.04.25 12:07
სადიგოვის ცოლი: აფგანის სიცოცხლე საფრთხეშია - პასუხისმგებლობას ივანიშვილს ვაკისრებ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის თქმით, მისი ქმრის გათავისუფლება  ევროსასამართლოს დამსახურებაა. სევინჩ სადიგოვა ასევე მადლობას უხდის ყველა უფლებადამცველს, რომელიც პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტის საქმეში ჩართული იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ სადიგოვი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, მისი ცოლი შიშობს, რომ შესაძლოა ჟურნალისტს "რამე დამართონ".  სევინჩ სადიგოვა სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს აკისრებს. 

საქართველოს მმართველმა რეჟიმმა გაანადგურა ჩვენი ყველა უფლება. ქართული სასამართლო კი მხოლოდ ბრძანებებს აღასრულებდა. აფგანის გათავისუფლება ევროსასამართლოს დამსახურებაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეს მოვიგებთ, აფგანი არც დამნაშავეა და არც კრიმინალი. აფგანმა ხანგრძლივი შიმშილობის გამო დაკარგა ჯანმრთელობა, რეჟიმი საქართველოში საშიშია, ამიტომ მე, როგორც აფგანის ცოლს ძალიან მეშინია.

აფგანის სიცხოვლე საფრთხეშია. აფგანს თუ რამე დაემართება, პასუხისმგებლები ივანიშვილი და კობახიძე იქნებიან. საქართველოში უკანონობაა, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ. ჩვენ ახლა გვეშინია, რომ აფგანს შეიძლება, რამე დაემართოს. მე წინასწარ ვამბობ, თუ რამე მსგავსი მოხდება, პასუხისმგებლები ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე იქნებიან.

მადლობა თავისუფალ მედიას საქართველოში, რომელიც გვერდით გვედგა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს უცავდნენ"- თქვა მან. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

მათივე თქმით, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. შესაბამისად, დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დღეს, 17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებები გაჟღერდება.

მსგავსი სიახლეები