აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია ყველაზე მთავარი საკითხი უნდა იყოს, თუმცა პროგრესი არ გვაქვს - ხიდაშელი

17.04.25 14:08
აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია ყველაზე მთავარი საკითხი უნდა იყოს, თუმცა პროგრესი არ გვაქვს - ხიდაშელი

"ქართული ოცნების" ლიდერების გახშირებული ვიზიტების მიუხედავად, დავით გარეჯის თემა ადგილიდან არ იძვრის. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, ივანიშვილის გუნდმა ფოკუსი სწორედ სადაო საზღვართან დაკავშირებით უნდა გაასწოროს. 

ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც მათ მუდმივი და ინტენსიური ურთიერთობა აქვთ, დარჩა აზერბაიჯანი. სწორედ მასთან მიმართებით არანაირი გარღვევა და არანაირი პროგრესი არ გვაქვს. ჩვენ დღემდე აზერბაიჯანთან საზღვარი არ გვაქვს გავლებული და დადგენილი. თუ ასეთი თავგადაკლული მეგობრობაა ორ მმართველს და ორ ლიდერს შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების დემარკაცია და საბოლოოდ დაფიქსირება უნდა იყოს ყველაზე მთავარი საკითხი დღის წესრიგში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ ფონზე და იმ პოლიტიკური პარტიის მმართველობის ფონზე, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ჰყავდა ციხეში დატყვევებული სწორედ ქართულ-აზერბაიჯანული პრობლემების გამო". - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

"ქართული ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ სამონასტრო კომპლექსის თემა საქართველო-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების სივრციდან გაქრა.

ბაქოში ჩასულ მიხეილ ყაველაშვილს ალიევთან შეხვედრის შემდეგ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს გარეჯზე. იგივე ხდებოდა კობახიძის და ალიევის შეხვედრის დროსაც თურქეთში. 

კითხვები ბევრია: რა ხდება სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, იყო თუ არა გარეჯი განხილვის თემა "ოცნების" მაღალჩინებსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრების დროს, თუნდაც დახურულ კარს მიღმა უცნობია, რადგან ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებში არაფერია ნათქვამი. 

რაც შეეხება უშუალოდ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეს, დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრები პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

მსგავსი სიახლეები