რატომ შეცვალეს 26 მაისის ტრადიციულ დღის წესრიგი - "ოცნებაში" განცხადებები კეთდება

17.04.25 15:30
რატომ შეცვალეს 26 მაისის ტრადიციულ დღის წესრიგი - "ოცნებაში" განცხადებები კეთდება

რატომ შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" 26 მაისის ტრადიციული დღის წესრიგი? - ივანიშვილის გუნდში პირველი განცხადებები კეთდება.

კახა კალაძე აღიარებს, რომ მიზეზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტეტია. კამერების წინ, ივანიშვილის გუნდის წევრი შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს: 

ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეაბილიტირებული, გალამაზებული, ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შესანიშნავი ადგილია, რა არის ამაში ცუდი? ხომ შეიძლება [ღონისძიების ადგილი] შეიცვალოს?! მაგალითისთვის ვამბობ, ჩვენ ნაძვის ხე გვქონდა რესპუბლიკის მოედანზე. შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება". - განაცხადა კახა კალაძემ. 

ირაკლი ქადაგიშვილი კი 9 აპრილს გმირების მემორიალთან მხდარ ინცინდენტში პროევროპული აქციის მონაწილეებს ადანასაულებს და ამტკიცებს, რომ  "პროვოკაციების საშიშროება კიდევ არის"

მე დავინახე, რა ბინძური პროვოკაცია ჰქონდათ რუსთაველზე 9 აპრილს ჩაფიქრებული, რომლის მიზანიც იყო, რომ 9 აპრილს ქართველი ქართველთან დაეპირისპირებინათ, სიძულვილის ბალღამი დაეღვარათ და კიდევ ერთხელ სალაპარაკო გაეხადათ საერთაშორისო მასშტაბით. პროვოკაციების საშიშროება კიდევ არის." - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს საგამოფენო სივრცე რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა. ივანიშვილის მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობების და კვების ზონები.

თავისუფლების მოედანზე კი გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, ასევე ჯავშანტექნიკის გამოფენა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმო აღნიშვნა მიხეილ ყაველაშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები