მეორე ენად სკოლებში ჩინური შემოდის - რას ნიშნავს ოცნების პოლიტიკური განაცხადი

17.04.25 15:54
მეორე ენად სკოლებში ჩინური შემოდის - რას ნიშნავს ოცნების პოლიტიკური განაცხადი

„ოცნება“ ქვეყნის მომავალს ავტორიტარულ, ერთპარტიულ, კომუნისტური მმრთველობის სამყაროს წიაღში ხედავს - ასეთია ექსპერტების შეფასება განათლების სამინისტროს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, უწყება გეგმავს, ჩინური სკოლებში მეორე ენად შეიტანოს. 

თინა ხიდაშელის თქმით, "ქართული ოცნება" აქაც ფსონს ავტორიტარული სამყაროზე გააკეთა: 

თუ ამ გადაწყვეტილეს საბოლოოდ რეალიზება მოხდება, არის ერთმნიშვნელოვანი დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბებულია, ამ ქვეყნის მომავალი დაინახოს ავტორიტარული, ერთპარტიული, კომუნისტური მმრთველობის სამყაროს წიაღში.

საქართველოში 70 წლის განმავლობაში, ოფიციალურ სახელმწიფო ენასთან გათანაბრებული იყო რუსული ენა. შემდეგ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, თავად მიიღო გადაწყვეტილება, რა ენაზე უნდოდა წაეკითხა წიგნები, ეყურებინა ფილმებისთვის, რა ენები იყო ის, რომლებზეც აკეთებდა არჩევანს და ამიტომ დაწინაურდა ქართულ სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში ინგლისური ენა, გერმანული, ფრანგული, პრინციპულად ევროპული სამყაროს კუთვნილების სასარგებლოგ გააკეთა ქართველმა ხალხმა.

ახლა ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მან უნდა დაადგინოს, მან უნდა გადაწყვიტოს ყველა ჩვენგანისთვის რა არის ის ენა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და რა თქმა უნდა არჩევანი გააკეთა სწორედ ავტორიტარული სამყაროს მიმართულებით და სასარგებლოდ და ამიტომ ვიღებთ ჩინურ ენას" - ამბობს თინა ხიდაშელი.

ექსპერტი შალვა ტაბატაძე თვლის, რომ  „ოცნების" განათლების სამინისტროს გეგმა ერთგვარი პოლიტიკური ჟესტია. მისივე თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის პარტია გარკვეული თემების გადაფარვას ცდილობს. 

ტაბატაძის თქმით, საქართველოში ჩინური ენის სპეციალისტების დეფიციტიცაა: 

პირველი, ეს შეიძლება, იყოს პოლიტიკური ჟესტი - როდესაც ჩინურ ენას აყენებ შენს საგანმანათლებლო სივრცეში. მეორე, შეიძლება ითქვას, რომ გუშინ ამ საკითხის შემოტანა შეიძლება, იყოს დაკავშირებული გარკვეული თემების გადაფარვასთან, რომ ეს საკითხი და ეს დილემა გახადონ აქტუალური იმ დროს, როცა რეალურად, ის არ დგას დღის წესრიგში.

ჩვენ ფიზიკურად სპეციალისტები არ გვყავს ამ თვალსაზრისით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც კი ვერ ისწავლება ჩინური როგორც უცხო ენა ამიტომ სკოლებში ამის სწავლება არის წარმოუდგენელი რაღაც. 20 წლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენ რუსული, როგორც მეორე ენა ვერ ჩავანაცვლეთ სხვა ევროპული ენებით, ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამას უფრო აქვს სიმბოლური და პოლიტიკური დატვირთვა, ვიდრე საგანმანათლებლო მნიშვნელობა - ამბობს შალვა ტაბატაძე, განათლების ექსპერტი. 

განახლება: დღის ბოლოს, განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და განცხადებას ავრცელებს. 

უწყების მტკიცებით, ჩინურ ენაზე მოთხოვნა მზარდია. 

სამინისტროს თანახმად, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.

  • მათივე მტკიცებით, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა.
  • მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს.

მსგავსი სიახლეები