"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაჩოჩდება კობახიძე, ქართველი ხალხი რუსთაველზე იზეიმებს" - ბუაძე

17.04.25 15:42
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაჩოჩდება კობახიძე, ქართველი ხალხი რუსთაველზე იზეიმებს" - ბუაძე

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაჩოჩდება კობახიძე, ქართველი ხალხი რუსთაველზე იზეიმებს"  - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, საბა ბუაძე ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსთაველის გამზირი 26 მაისის ღონისძიებას არ უმასპინძლებს.

მისი თქმით, ივანიშვილის პარტია ეროვნული თვითშეგნების და ისტორიული მეხსიერების სრულად ამღვრევას ცდილობს:

ცდილობენ ჩვენი ეროვნული თვითშეგნების და ჩვენი ისტორიული მეხსიერების სრულად ამღვრევას. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაჩოჩდება კობახიძე და ეს არალეგიტიმური თავყრილობა, ვინაიდან ქართველი ხალხი რუსთაველზე აუცილებლად იზეიმებს დამოუკიდებლობის დღეს. არალეგიტიმური ძალის ბოგინის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო პომპეზურად ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის დღეს იმის სრული გააზრებით, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და რა პასუხისმგებლობები მოჰყვება ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვას". - განაცხადა საბა ბუაძემ. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს საგამოფენო სივრცე რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა. ივანიშვილის მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობების და კვების ზონები.

თავისუფლების მოედანზე კი გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, ასევე ჯავშანტექნიკის გამოფენა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმო აღნიშვნა მიხეილ ყაველაშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები