"ოცნებას" ეშინია იმ შინაარსის, რა შინაარსის მატარებელიც არის 26 მაისი და 9 აპრილი - თევზაძე
"ოცნებას" ეშინია იმ შინაარსის, რა შინაარსის მატარებელიც არის 26 მაისი და 9 აპრილი, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, თენგო თევზაძემ 26 მაისის საგამოფენო სივრცისთვის ლოკაციის შეცვლის თაობაზე განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ოლიგარქის გუნდმა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღებს შინაარსი გამოაცალა და რიტუალური ხასიათი შესძინა.
ერთი ის, რომ მათ ეშინიათ ქართველი ხალხის და პროტესტის, მაგრამ მთავარი რაც არის, მათ ეშინიათ იმ შინაარსის, რა შინაარსის მატარებელიც არის 26 მაისი და 9 აპრილი. "ქართულ ოცნება" არც 9 აპრილს, არც 26 მაისს და არც სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღებს, როგორიც არის ქართული ენის დღე, ვერ აღნიშნავს, რადგან "ოცნებისთვის" ეს არ არის მნიშვნელოვანი. მას შესძინეს მხოლოდ რიტუალური ხასიათი და გამოაცალეს მთლიანად შინაარსი". - განაცხადა თენგო თევზაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს საგამოფენო სივრცე რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა. ივანიშვილის მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობების და კვების ზონები.
თავისუფლების მოედანზე კი გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, ასევე ჯავშანტექნიკის გამოფენა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმო აღნიშვნა მიხეილ ყაველაშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.