თეონა აქუბარდია: "ოცნება" საქართველოს სუვერენიტეტს ასამარებს
"მაშინ, როდესაც "ოცნება" საქართველოს სუვერენიტეტს ასამარებს, 26 მაისი მათთვის წინააღმდეგობრივი იქნება" - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია 26 მაისის საგამოფენო სივრცისთვის ლოკაციის შეცვლას.
აქუბარდია დარწმუნებულია, რომ "ქართველი ხალხი, რომელიც დღესაც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამ დღეს ღირსეულად აღნიშნავს".
მაშინ, როდესაც ისინი ასამარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, 26 მაისის თარიღი მათთვის იქნება წინააღმდეგობრივი პარლამენტის წინ და თავისუფლების მოედანზე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამას უკავშირდება ლოკაციის შეცვლა და სხვა არაფერს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს გასაჭირი დასდგომოდათ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი, რომელიც დღესაც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ღირსეულად აღნიშნავს იმ დღეს, რომელიც დღესაც დასაცავია." - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს საგამოფენო სივრცე რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა. ივანიშვილის მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა გასართობი, მუსიკალური, სხვადასხვა თემატური აქტივობების და კვების ზონები.
თავისუფლების მოედანზე კი გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, ასევე ჯავშანტექნიკის გამოფენა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმო აღნიშვნა მიხეილ ყაველაშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.