პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
განცხადება საქმის პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გააკეთა.
საქმე წულუკიანის კომისიაზე გვარამია გამოუცხადებლობას ეხება.
დღევანდელ პროცესზე გვარამია პოპკორნით მივიდა, ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკა გვარამიას პროცესზე შესვენება გამოაცხადა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.