ქართველი ხალხის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ - ჯაფარიძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ის სიტუაცია აღშფოთებთ, რაც ახლა ქვეყანაშია დამკვიდრებული.
ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, საქართველოში ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ფეხქვეშ თელავენ და მეტიც, "ქართული ოცნება" "კატასტროფული სისწრაფით" ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
ჩვენ გვესმის ბრიუსელიდან, მეგობარი ქვეყნების დედაქალაქებიდან ერთადერთი რამ, რომ მათ ძალიან აშფოთებთ ის გარემოება, რომელშიც ახლა იმყოფება ქართველი ხალხი. ხდება ქართველ ხალხის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვა, დაშორება და პრაქტიკულად, ჩარაზვა ევროპისკენ მიმავალი კარის, ქვეყნის სრული იზოლაცია. ეს, რა თქმა უნდა, აშფოთებს ქართველი ხალხის ყველა მეგობარს. ის კანონები, რომელსაც "ქართული ოცნება" კატასტროფული სისწრაფით იღებს, ყველა არის წინააღმდეგობაში ცივილიზებული სამყაროს მიერ მიღებულ სტანდარტებთან". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.