"ოცნების" პოლიტიკის გამო, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერება ემუქრებათ - დეკანოიძე

17.04.25 17:48
"ოცნების" პოლიტიკის გამო, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერება ემუქრებათ - დეკანოიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "პირველებთან" იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რომელიც ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირობებში ემუქრება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, ქართული საზოგადოება შესაძლოა უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმის შეჩერების წინაშე დადგეს.

არის სერიოზული განხილვები უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ეს არის სერიოზული საფრთხე, რომელიც ემუქრება საქართველოს მოქალაქეებს. ეს დადგა იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" წარმოუდგენლად მძიმე, ნაბიჯ-ნაბიჯ, რეპრესიულ რეჟიმს ემსგავსება და დაემსგავსა პრინციპში". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები