კალაძის სკანდალური განცხადება - თბილისის მერი პარტნიორებს ქვეყანაში შავი ფულის შემოტანის მცდელობაში ადანაშაულებს

17.04.25 17:46
კალაძის სკანდალური განცხადება - თბილისის მერი პარტნიორებს ქვეყანაში შავი ფულის შემოტანის მცდელობაში ადანაშაულებს

თბილისის მერის სამიზნე დღეს ევროპელი პოლიტიკოსები გახდნენ - კახა კალაძე ტელეკამერებთან ირწმუნებოდა, რომ "კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ებრძვიან". 

მისივე მტკიცებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყანაში "შავი ფულის შემოტანა და შემდეგ ამ თანხების რევოლუციაში დაბანდება სურთ".

კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ებრძვიან, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობისა და სიცხადის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას. ვერ შეძლებენ შემდეგ ამ ფულის ჩადებას რევოლუციაში, სახელმწიფო გადატრიალებაში და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის ის, რაც რეალურად ამ ტიპის ბიუროკრატებს აწუხებთ." - განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები