ყაველაშვილმა "გრანტების" კანონს ხელი მისი დამტკიცებისთანავე მოაწერა
მიხეილ ყაველაშვილმა "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი კანონის დამტკიცების დღესვე, 16 აპრილს მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ხელი კანონს მას შემდეგ მოაწერა, როდესაც ილჰამ ალიევთან აუდიენცია დაასრულა და აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნდა.
ცნობისთვის, ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს კობახიძის მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.
კანონის თანახმად, უცხოური დახმარების მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. თუ გრანტის მიმღები თანხას მთავრობის ნებართვის გარეშე დახარჯავს, შესაძლოა, დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხიც.
ასევე, თუ "ქართული ოცნება" იტყვის, რომ გრანტის მიღება აკრძალულია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია ამ მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.