ნიკა გვარამიას აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას 50 დღიანი ვადა აქვს თანხის გადასახდელად, თუმცა გადაიხდის თუ არა მას, ამას გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.
საქმე ეხება თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.
მკაფიოდ ჩანდა, რომ კატასტროფაა პროკურატურა, უბრალოდ ასეთ სისულელეებზეც არ უნდა მოდიოდეს ასეთი მოუმზადებელი ჩემი აზრით. 10 დან 10 შემთხვევაში დამოუკიდებელი მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, გამორიცხული ამბავია. 10 დან 10 შემთხვევაში აი ეს კონკრეტული მოსამართლეც არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ნუ 30 000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მარტო ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც, ამიტომ ერთად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, თმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო", - ამბობს გვარამია.