ქადაგიშვილი: ევროკავშირთან დაახლოების გზას ევროპელი პოლიტიკოსები შანტაჟის იარაღად იყენებენ
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზას ევროპელი პოლიტიკოსები შანტაჟის იარაღად იყენებენ.
ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება იმასაც, რომ "არ არსებობს არცერთი ხელშესახები პრობლემა", რომელმაც შეიძლება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება განაპირობოს".
ევროკავშირთან დაახლოების კეთილშობილური გზა და მისია გამოყენებული არის ქვეყანაზე ზემოქმედებისა და შანტაჟის იარაღად. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ წესის გამარტივება გამოყენებულ იქნას შანტაჟის განსახორციელებლად. რაიმე არგუმენტს გეტყვიან, რაიმე ფაქტს მოგიყვანენ, თუ ა.შ.. არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რის გამო ეძლევა ქვეყანას უვიზო რეჟიმი. არ არსებობს არცერთი ხელშესახები პრობლემა, რომელმაც შეიძლება საქართველოს წინაშე ეს გადაწყვეტილება დააყენოს". - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.